Saturday, 6 April 2019

მე-3 დღის რეფლექსია 7 აპრილი

 
                                   მე-3  მოდულის რეფლექსია
მე ვფიქრობ,რომ ტრენინგი იყო ნაყოფიერი  და საინტერესო.ავიღეთ ის შედეგი, რაც უნდა აგვეღო პროექტის ბოლოს.  შევისწავლეთ საკვანძო სიტყვების დასმა.  გავეცანით ზოგად , თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.
 სტანდარტის შესაბამისად განვსაზრვრეთ მიზნები.ბევრი ახალი ვისწავლეთ და ძველიც გავიხსენეთ.
გავეცანით  ბლუმის ტაქსონომიის სიტყვებს, 21- საუკუნის  უნარ-ჩვევებს.
   მადლობა ტრენერს გაწეული ძალისხმევისთვის.
   კომპეტენტური და კომუნიკაბელური
ტრენერი  სასიამოვნოს  და  ნაყოფიერს  ხდის  ჩვენს ურთიერთობას.

  მეორე მოდულის პირველი ნაწილი  დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება 
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
  • ზოგადი კითხვები ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
  • თემატური კითხვები ღია ფორმატის კითხვებია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ ინფორმაციას ძირითად კითხვებზეც.
  • შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვებია, კონკრეტული პასუხებით.

No comments:

Post a Comment

მე-8 დღის რეფლექსია 11 მაისი

                                        მე-7 მოდულის რეფლექსია     დღევანდელი დღე  ძალიან საინტერესოდ   დაიწყო შევქმენით ბუკლეტი ჩვენი პრო...