Sunday, 5 May 2019

მე-7დღის რეფლექსია 5 მაისი



              მე-6  მოდულის რეფლექსია

    ტრენინგის მე-7 დღე  როგორც ყოველთვის წინა დღეებში შესწავლილი მასალის გამეორებით დაიწყო.დღის წესრიგის მიხედვით,პირველი საკითხი იყო მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება. ტრენერის მოთხოვნით შევადგინეთ კონკრეტული დავალება,   ერთი რომელიმე სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლისთვის, რომელსაც დავავალებდით შეესრულებინა ერთი რომელიმე კონკრეტული დავალება ან განეხორციელებინა ერთი აქტივობა,მისი უნარებიდან გამომდინარე , რასაკვირველია ჩვენი პროექტის შესაბამისად.  ეს ყოველივე ჩვენ დაგვეხმარება სწორად მოვარგოთ დავალებები მოსწავლეთა საჭიროებებს, ისე,რომ ყველა ტიპის მოსწავლე თანაბრად იყოს ჩართული პროექტზე მუშაობის პროცესში.ბოლოს დავუბრუნდით პროექტის გეგმას, გადავხედეთ ხომ არაფერი გვქონდა გამორჩენილი და შევავსეთ დარჩენილი პუნქტები.
ტრენინგის  ბოლოს მოხდა დღის შეჯამება, რომელიც წინა დღეების მსგავსად ძალიან ნაყოფიერი  და    მრავლის მომცემი იყო.
მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით...

მეექვსე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ, მცირე ცვლილებებს მოიცავს.
  • მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან, რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლის განვითარებაში დაეხმარონ.
  • მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ.
  • მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების ოთხ სახეს:
  • შინაარსი
  • პროცესი
  • პროდუქტი
  • სასწავლო გარემო
  • მასწავლებლებს შეუძლიათ, სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზონ, მათ შორის, განიხილონ ვიზუალურ-კინესთეტიკურ-აუდიო შემსწავლელები, მარცხენა ნახევარსფეროზე/მარჯვენა ნახევარსფეროზე დამოკიდებული შემსწავლელები, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელები.
  • ყველა ტიპის შემსწავლელის საჭიროებების დაკმაყოფილება მოითხოვს საფეხურებრივ სწავლებას, რათა მოსწავლის თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა თანდათანობით გაიზარდოს.

No comments:

Post a Comment

მე-8 დღის რეფლექსია 11 მაისი

                                        მე-7 მოდულის რეფლექსია     დღევანდელი დღე  ძალიან საინტერესოდ   დაიწყო შევქმენით ბუკლეტი ჩვენი პრო...