Saturday, 20 April 2019

მე-5 დღის რეფლექსია 20 აპრილი

                              მე-3 მოდულის რეფლექსია

     ვფიქრობ ყველა მოდული   საკმაოდ საინტერესო და შრომატევადია .  ვისწავლეთ drive-ში მუშაობა. ერთმანეთს გაუზიარეთ  პრეზენტაციები  და გავუკეთეთ სხვების პრეზენტაციას  კომენტირება და ისევ გავუგზავნეთ იმ პიროვნებას რომლის პრეზენტაციაც დავათვალიერეთ.  განვიხილეთ საავტორო უფლებებზე   ინფორმაცია: საავტორო უფლებების ტესტი,   საავტორო უფლებების ქაოსი,   გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი(მარტივი) და შევავსეთ,   ჩავწერეთ მოძიებული ინფორმაციის ლინკის მისამართი და მოკლე მიმოხილვა. დღეს დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. მადლობა ტრენერს გაწეული დახმარებისთვის.


ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ…

მესამე მოდულის ძირითადი საკითხები:

  • ინტერნეტი კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს.
  • მასალების გამოყენების გზამკვლევი აღწერს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.
  • გამოყენებული ლიტერატურის მითითება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში, სწავლების ნებისმიერ დონეზე.
  • ძიების სისტემის ეფექტური გამოყენება მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ სასარგებლო ონლაინმასალებისა და ინფორმაციის მოპოვებას უზრუნველყოფს.
  • ვებგვერდის სანდოობისა და მოპოვებული მასალის ღირებულების განსაზღვრისთვის სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებაა აუცილებელი.
  • ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები მოსწავლეებს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  • ბლოგები, ვიკი და ინტერნეტ თანამშრომლობითი დოკუმენტები მოსწავლეებს პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.



                                  მე-4  მოდულის რეფლექსია
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის?
მეოთხე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • მოსწავლის მიერ პროექტის დაგეგმვა და განვითარება მოითხოვს:
  • სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხების გაცემას
  • ცნებების, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გააზრებას
  • მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დემონსტრირებას
  • ცხოვრებისეულ რეალობასთან კავშირების დამყარებას
  • ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენებას
  • კონკრეტული ტექნოლოგიური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მის ძლიერ მხარეებს, თემატიკასთან და სასწავლო ამოცანებთან შესაბამისობას უნდა დაეფუძნოს. პროექტების შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების საშუალებებია:
  • პრეზენტაციები: ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს
  • პუბლიკაციები: ტექსტური კომუნიკაციისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს
  • ვიკის ვებგვერდები ონლაინ: ტექსტზე ორიენტირებული მასალა, რომელთა რედაქტირება ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შეუძლია
  • ბლოგები ონლაინ: ტექსტური ჟურნალი, რომლებიც მოელის პასუხებს მკითხველისგან


ჩვენთვის  ზოგადი კითხვა  ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგეთ მისი მნიშვნელობა და არსი. როგორ დავსვათ ზოგადი კითხვები სწორი ფორმით. ჩვენი ცოდნა უფრო გაღრმავდა ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. 


    

No comments:

Post a Comment

მე-8 დღის რეფლექსია 11 მაისი

                                        მე-7 მოდულის რეფლექსია     დღევანდელი დღე  ძალიან საინტერესოდ   დაიწყო შევქმენით ბუკლეტი ჩვენი პრო...