Saturday, 11 May 2019

მე-8 დღის რეფლექსია 11 მაისი

                                        მე-7 მოდულის რეფლექსია
    დღევანდელი დღე  ძალიან საინტერესოდ   დაიწყო შევქმენით ბუკლეტი ჩვენი პროექტისთვის  შემდეგ   განვიხილეთ მე-7 მოდული   თემა იყო ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.  ვიმუშავეთ ჯგუფებში თემაზე " შეკითხვები და მონიშვნები"{ანალიტიკური და ფაქტობრივი შეკითხვები)   შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა გააკეთა პრეზენტაცია ამ თემასთან    დაკავშირებით.   ასევე განვიხილეთ ფასილიტაცის რესურსების შექმნა.ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი რესურსი და მოვარგეთ ჩვენს პროექტს.
მეშვიდე მოდულის ძირითადი საკითხები:

  • კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.
  • მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში.
  • განხორციელების გეგმაში მითითებულია გაკვეთილის მომზადების, ჩატარების და მისი დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნები.
  • მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისთვის.
      დიდი მადლობა ტრენერს გაწეული მუშაობისთვის.

Sunday, 5 May 2019

მე-7დღის რეფლექსია 5 მაისი



              მე-6  მოდულის რეფლექსია

    ტრენინგის მე-7 დღე  როგორც ყოველთვის წინა დღეებში შესწავლილი მასალის გამეორებით დაიწყო.დღის წესრიგის მიხედვით,პირველი საკითხი იყო მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება. ტრენერის მოთხოვნით შევადგინეთ კონკრეტული დავალება,   ერთი რომელიმე სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლისთვის, რომელსაც დავავალებდით შეესრულებინა ერთი რომელიმე კონკრეტული დავალება ან განეხორციელებინა ერთი აქტივობა,მისი უნარებიდან გამომდინარე , რასაკვირველია ჩვენი პროექტის შესაბამისად.  ეს ყოველივე ჩვენ დაგვეხმარება სწორად მოვარგოთ დავალებები მოსწავლეთა საჭიროებებს, ისე,რომ ყველა ტიპის მოსწავლე თანაბრად იყოს ჩართული პროექტზე მუშაობის პროცესში.ბოლოს დავუბრუნდით პროექტის გეგმას, გადავხედეთ ხომ არაფერი გვქონდა გამორჩენილი და შევავსეთ დარჩენილი პუნქტები.
ტრენინგის  ბოლოს მოხდა დღის შეჯამება, რომელიც წინა დღეების მსგავსად ძალიან ნაყოფიერი  და    მრავლის მომცემი იყო.
მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით...

მეექვსე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ, მცირე ცვლილებებს მოიცავს.
  • მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან, რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლის განვითარებაში დაეხმარონ.
  • მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ.
  • მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების ოთხ სახეს:
  • შინაარსი
  • პროცესი
  • პროდუქტი
  • სასწავლო გარემო
  • მასწავლებლებს შეუძლიათ, სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზონ, მათ შორის, განიხილონ ვიზუალურ-კინესთეტიკურ-აუდიო შემსწავლელები, მარცხენა ნახევარსფეროზე/მარჯვენა ნახევარსფეროზე დამოკიდებული შემსწავლელები, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელები.
  • ყველა ტიპის შემსწავლელის საჭიროებების დაკმაყოფილება მოითხოვს საფეხურებრივ სწავლებას, რათა მოსწავლის თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა თანდათანობით გაიზარდოს.

Saturday, 4 May 2019

მე-6 დღის რეფლექსია 4 მაისაი

                                        მე-5  მოდულის რეფლექსია
 ინტელის მეექვსე დღეს განვიხილეთ მეხუთე მოდული. გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. მიმდინარე მოდული დამეხმარა
გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები, პორთფოლიოს რუბრიკა,  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება,
გაკეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია, უკუკავშირის მეთოდების განხილვა.დავხვეწეთ სასაწავლო პროცედურები.შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის და ბუკლეტის რუბრიკა.
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...
მეხუთე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
  • მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
  • რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
  • გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.
  • ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ შეფასების ფორმების შექმნისა და მოდიფიცირების პროცესში (Airasian, 1991):
  • შეასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
  • შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
  • შეზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
  • მიიღეთ კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი;
  • აღწერითი ნაწილი დაწერეთ მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე;
  • თავი აარიდეთ ბუნდოვანი სიტყვების გამოყენებას;
  • შეამოწმეთ მახასიათებლების თანმიმდევრობა. 






მე-8 დღის რეფლექსია 11 მაისი

                                        მე-7 მოდულის რეფლექსია     დღევანდელი დღე  ძალიან საინტერესოდ   დაიწყო შევქმენით ბუკლეტი ჩვენი პრო...