Saturday, 20 April 2019

მე-5 დღის რეფლექსია 20 აპრილი

                              მე-3 მოდულის რეფლექსია

     ვფიქრობ ყველა მოდული   საკმაოდ საინტერესო და შრომატევადია .  ვისწავლეთ drive-ში მუშაობა. ერთმანეთს გაუზიარეთ  პრეზენტაციები  და გავუკეთეთ სხვების პრეზენტაციას  კომენტირება და ისევ გავუგზავნეთ იმ პიროვნებას რომლის პრეზენტაციაც დავათვალიერეთ.  განვიხილეთ საავტორო უფლებებზე   ინფორმაცია: საავტორო უფლებების ტესტი,   საავტორო უფლებების ქაოსი,   გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი(მარტივი) და შევავსეთ,   ჩავწერეთ მოძიებული ინფორმაციის ლინკის მისამართი და მოკლე მიმოხილვა. დღეს დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. მადლობა ტრენერს გაწეული დახმარებისთვის.


ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ…

მესამე მოდულის ძირითადი საკითხები:

  • ინტერნეტი კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს.
  • მასალების გამოყენების გზამკვლევი აღწერს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.
  • გამოყენებული ლიტერატურის მითითება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში, სწავლების ნებისმიერ დონეზე.
  • ძიების სისტემის ეფექტური გამოყენება მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ სასარგებლო ონლაინმასალებისა და ინფორმაციის მოპოვებას უზრუნველყოფს.
  • ვებგვერდის სანდოობისა და მოპოვებული მასალის ღირებულების განსაზღვრისთვის სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებაა აუცილებელი.
  • ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები მოსწავლეებს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  • ბლოგები, ვიკი და ინტერნეტ თანამშრომლობითი დოკუმენტები მოსწავლეებს პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.



                                  მე-4  მოდულის რეფლექსია
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის?
მეოთხე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • მოსწავლის მიერ პროექტის დაგეგმვა და განვითარება მოითხოვს:
  • სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხების გაცემას
  • ცნებების, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გააზრებას
  • მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დემონსტრირებას
  • ცხოვრებისეულ რეალობასთან კავშირების დამყარებას
  • ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენებას
  • კონკრეტული ტექნოლოგიური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მის ძლიერ მხარეებს, თემატიკასთან და სასწავლო ამოცანებთან შესაბამისობას უნდა დაეფუძნოს. პროექტების შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების საშუალებებია:
  • პრეზენტაციები: ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს
  • პუბლიკაციები: ტექსტური კომუნიკაციისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს
  • ვიკის ვებგვერდები ონლაინ: ტექსტზე ორიენტირებული მასალა, რომელთა რედაქტირება ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შეუძლია
  • ბლოგები ონლაინ: ტექსტური ჟურნალი, რომლებიც მოელის პასუხებს მკითხველისგან


ჩვენთვის  ზოგადი კითხვა  ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგეთ მისი მნიშვნელობა და არსი. როგორ დავსვათ ზოგადი კითხვები სწორი ფორმით. ჩვენი ცოდნა უფრო გაღრმავდა ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. 


    

Sunday, 14 April 2019

მე-4 დღის რეფლექსია14 აპრილი

                                   მეორე მოდულის რეფლექსია
  ტრენინგის  მე-4 დღეს შევამოწმეთ სასწავლო პროექტის გეგმაში შეტანილი მიზნები და სტანდარტები.
    ტრენინგზე განვიხილეთ და შევისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.როგორ გამოვიყენოთ შეფასება სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად. გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს განვითარებისა და გამოყენებისთვის.პრაქტიკულად გავიარეთ შეფასების სტრატეგიები, რომლის მიხედვით ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაში.აგრეთვე ვისწავლეთ პრეზენტაციის მომზადება სასწავლო პროექტში.

    ეს მოდული დამეხმარა სასწავლო პროექტის უკეთ მომზადებაში. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესის უკეთ წარმარტვისთვისთვის, მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად, მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევების დემონსტრირებისთვის.
     მადლობა ტრენერს საინტერესო და შინაარსიანი დღისთვის.

მეორე მოდულის მეორე ნაწილი  დამეხმარა, გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...

  • შეფასების ფორმები პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
  • ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში
  • აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს
  • რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს
  • იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
  • მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად
  • პროგრესის მონიტორინგისთვის
  • გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად
  • ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის

Saturday, 6 April 2019


    პირველ რიგში  სრულიად საქართველოს ვულოცავ  ხარებების ბრწყინვალე დღესასწაულს. მისი ძალა და მადლი შეგეწიოთ. ტრენინგის მე-3
დღეა და განწყობა მაქვს ძალიან კარგი. 

მე-3 დღის რეფლექსია 7 აპრილი

 
                                   მე-3  მოდულის რეფლექსია
მე ვფიქრობ,რომ ტრენინგი იყო ნაყოფიერი  და საინტერესო.ავიღეთ ის შედეგი, რაც უნდა აგვეღო პროექტის ბოლოს.  შევისწავლეთ საკვანძო სიტყვების დასმა.  გავეცანით ზოგად , თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.
 სტანდარტის შესაბამისად განვსაზრვრეთ მიზნები.ბევრი ახალი ვისწავლეთ და ძველიც გავიხსენეთ.
გავეცანით  ბლუმის ტაქსონომიის სიტყვებს, 21- საუკუნის  უნარ-ჩვევებს.
   მადლობა ტრენერს გაწეული ძალისხმევისთვის.
   კომპეტენტური და კომუნიკაბელური
ტრენერი  სასიამოვნოს  და  ნაყოფიერს  ხდის  ჩვენს ურთიერთობას.

  მეორე მოდულის პირველი ნაწილი  დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება 
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
  • ზოგადი კითხვები ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
  • თემატური კითხვები ღია ფორმატის კითხვებია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ ინფორმაციას ძირითად კითხვებზეც.
  • შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვებია, კონკრეტული პასუხებით.

Friday, 5 April 2019

მე-2 დღის რეფლექსია 6 აპრილი

                                     
                                      1-ლი     მოდულის   რეფლექსია 
    შევქმენით ბლოგები,
გავეცანით სარეკლამო ბუკლეტებს დამზადების სხვადასხვა ხერხს ჩვენი პროექტისთვის.მოგვცეს საშინაო დავალება: სასწავლო მიზნის განსაზღვრა ჩვენი პროექტისთვის. გავეცანით საკვანძო კითხვებს.
მთავარი კითხვა:
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად.

      მე მინდა ,რომ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში დავნერგო ის სიახლეები, რასაც  ინტელი გვთავაზობს. მჯერა,რომ შევძლებ ვუპასუხო გამოწვევას.
   მადლობას ვუხდი ტრენერს საინტერესო საუბრისათვის.


   

1-ლი დღის რეფლექსია31 მარტი

       
         პირველი მეცადინეობა  ძალიან  საინტერესო იყო. ვისაუბრეთ  იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარერბა  პროექტი ჩვენს მოსწავლეებს  21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში  და როგორ  გამოვიყენოთ სასწავლო  პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის.  შევქმენით  საქაღალდეები , განვიხილეთ  პროექტის გეგმის შაბლონი, დაგვავალეს, მოფიფიქროთ საინტერესო  სასწავლო პროექტი და წარმოვადგინოთ მომდევნო მეცადინეობაზე.
     მადლობა ვუხდით ჩვენს ტრენერს, მარინე მურჯიკნელს   საინტერესო საუბრისათვის.

მე-8 დღის რეფლექსია 11 მაისი

                                        მე-7 მოდულის რეფლექსია     დღევანდელი დღე  ძალიან საინტერესოდ   დაიწყო შევქმენით ბუკლეტი ჩვენი პრო...